saqarTvelos uReltexilebi - daTvisjvaris uReltexili

კოორდინატები 42°31`21` ჩ. გ. 45°03`23` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2677 მ
ქედი კავკასიონი

 

სინონიმი: დათვის-ჯვარისღელე, დათვისჯვარისღელე

უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სიმაღლე ზღვის დონიდან 2677 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით. სამანქანო გზით აკავშირებს ხევსურეთის არაგვის ხეობას (პირაქეთა ხევსურეთი) არღუნის ხეობასთან (პირიქითა ხევსურეთი).